სტივენ სპილბერგი არ აპირებს მიმართოს სათავგადასავლო ჟანრის ბოევიკის გადაღებას, რადგან კარიერის ამ ეტაპზე მას ეს არ აინტერესებს. ასეთი აღიარება გააკეთა ცნობილმა რეჟისორმა ინტერვიუში.
"მე ვაცნობიერებ, რომ ახლა უკვე ბოევიკების დადგმა სიზმარშიც შემიძლია. მაგრამ ახლა ეს სრულიად არ მიზიდავს", - განაცხადა მან.
სპილბერგმა აღნიშნა ,რომ მისი ბოლო ფილმი "ლინკოლნი" თითქმის სრულიად მოკლებულია დინამიკურ სცენებს და მისი პროექტებისთვის დამახასიათებელ სპეცეფექტებს.
სპილბერგის გეგმებში მაინც არის რამდენიმე ფილმი რომელიც პირობითად შეიძლება "ბოევიკების" ჟანრს მივაკუთვნოთ. 2014 წელს უნდა გამოვიდეს ფანტასტიკური ფილმი "რობოკალიფსი", ასევე უცნობია "ინდიანა ჯონსის" მეხუთე ნაწილის ბედი.