დღეს, 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" (ა. აფაქიძის 9) გაიმართება შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანის - "ეს მე ვარ - ფიროსმანი" - პრეზენტაცია. წიგნი გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა.
როგორც შორენა ლებანიძე აცხადებს, რომანი დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრების თავისებურ ლიტერატურულ ვერსიას გვთავაზობს.
"ოღონდ ჩემი, როგორც ავტორის, წარმოსახვა ხელოვნებათმცოდნეთაგან მოპოვებულ დოკუმენტურ მასალებს, საარქივო წყაროებსა და ფიროსმანის თანამედროვეთა მოგონებებში ამოკითხულ რეალურ ცნობებს ემყარება. რომანის ძირითადი არსია იდუმალებით მოცული დიდი ხელოვანის მარადიული ძიების პროცესის ასახვა. ძიებისა, რომელიც ფიროსმანის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღემდე გრძელდება", - აცხადებს ავტორი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.