დღეს, 26 ოქტომბერს, 19:45 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის "პრინცი ჰომბურგი" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი 27 ოქტომბერსაც იქნება წარმოდგენილი.
გერმანელი დრამატურგის, პოეტისა და პროზაიკოსის ჰაინრიხ ფონ კლაისტის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გოშა გორგოშიძემ დადგა. პიესას საფუძვლად უდევს ისტორიული ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1675 წელს ფერბელინთან გერმანელებსა და შვედებს შორის.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ირაკლი მაჭარაშვილი, მარინა ჯანაშია, ია სუხიტაშვილი, ზურა ინგოროყვა, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, დავით უფლისაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ბაჩი ლეჟავა, ბექა სონღულაშვილი და მანანა აბრამიშვილი.