24-საათიანი თეატრალური ფესტივალის ფინალისტი დრამატურგები გამოვლინდნენ. ჟიურიმ თამარ ფოლადაშვილის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ზურა პაპიაშვილისა და ნანუკა სეფაშვილის პიესები შეარჩია.
ფესტივალი, რომელმაც ტრადიციული სახე მიიღო, 28-29 ოქტომბერს მესამედ გაიმართება, ამჯერად უკვე ბათუმში. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ამერიკის საელჩო საქართველოში, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრები.
ფესტივალი გაიმართება ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატურ თეატრში სამსახიობო დასთან ერთად. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ამერიკის საელჩოს, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრების მიერ დაწესებული პრიზებით.
ფესტივალის დირექტორია ნინო მაღლაკელიძე.