დღეს, 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართება სტუდენტებისთვის სასწავლო წლის დაწყებისა და სტუ-ის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი: "მე ვარ სტუდენტი".
კონცერტში მონაწილეობენ მუსიკოსები და ჯგუფები: აჩიკო ნიჟარაძე, ნინი შერმადინი, სოფო ბედია, დათუნა სირბილაძე, გიორგი შარაბიძე, ბოკა კვეკვესკირი, ჯგუფი Band e roll, AFTER PARTY.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სტუდენტურ თვითმმართველობას (სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #251-253
ტელ: 236 51 29).