დღეს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
ფესტივალი ქართველი პიანისტის და საკონცერტო მოღვაწეობის 50 წლისთავს ეძღვნება.
გალა კონცერტშიმონაწილეობენ: საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი-ანატოლი ლევინი; სოლისტები- ელისო ვირსალაძე, ლუკას ნიკოლაი ბლაჰერი ედუარდ ბრუნერი, გია ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა და ზორა სლოკარი.
პროგრამაშია: მოცარტი-სიმფონია კონჩერტანტე შოპენი-კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #1 მი მინორი შუმანი- კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის.
ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.