20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი პოეტის ეკატერინე ბჟალავას პოეტური კრებულის " კოსმიური პაემანის" წარდგინება.
პრეზენტაციაში მონაწილეობაენ ნოდარ ტაბიძე, მაყვალა გონაშვილი, ირმა სოხაძე, ოთარ ნემსაძე, გიორგი ძამუკაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი "ინანა". საღამოს დაესწრებიან პოეტები, მხატვრები, კომპოზიტორები, მომღერლები, თეატრისა და კინოს მოღვაწეები.
"კოსმიური პაემანი" პოეტის მესამე კრებულია, რომელიც 21-წლიანი პაუზის შემდეგ გამოვიდა.