25-31 ოქტომბრის ჩათვლით, გრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 130 და გარდაცვალებიდან 50 წლის აღსანიშნავად, გაიმართება კვირეული "გრიგოლ რობაქიძე - ცხოვრება აზრით და გრძნობით".
კვირეულის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში საჯარო ლექციებს გამართავს: ლაშა ბაქრაძე - გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაში; ზვიად კვარაცხელია - უცნობი გრიგოლ რობაქიძე, ახალი ქართული გამოცემები; ეთერ ქავთარაძე - პირადი არქივი, მისი მნიშვნელობა გრიგოლ რობაქიძის პიროვნებისა და შემოქმედების კვლევისათვის; გოჩა საითიძე - გრიგოლ რობაქიძე ცხოვრება აზრით და გრძნობით; რუსუდან დაუშვილი - გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკური ფიგურა.
კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება გრიგოლ რობაქიძის ავტოგრაფები, პირადი წერილიები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პირადი საარქივო ფონდიდან, მწერლის ნაწარმოებები ძველი და ახალი გამოცემები.
კვირეულის ორგანიზატორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.