16 და 17 ივნისს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 160-ე თეატრალურ სეზონს ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალაკონცერტით დახურავს.
წარმოდგენილი იქნება მეორე სურათი პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტიდან "გედების ტბა", ბიზეს ვარიაციები.
საბალეტო დასი იმავე პროგრამით 20 ივნისს ერთთვიანი გასტროლით იაპონიაში მიემგზავრება.