დღეს, 15 ივნისს, 19:00 საათზე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება.
ფესტივალის ფარგლებში კონცერტები და მასტერკლასები ჩატარდება.
ფესტივალში მონაწილეობენ: სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი, ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ნინო გვეტაძე (ფორტეპიანო), გიორგი გვანცელაძე (ჰობოი), მარიკა მაჩიტიძე (ვიოლინო), მიხეილ ქართველიშვილი (კონტრაბასი) და სტუმრები ჰოლანდიიდან და ავსტრიიდან ლიზა იაკობსი (ვიოლინო) და შტეფანი პაგიჩი (ფლეიტა).
კლასიკური მუსიკის ფესტივალი დააფუძნა მუსიკოსმა, კლარნეტისტმა, თბილისის ჩასაბერ საკრავთა საერთაშორისო ფესტივალისა და ჭიათურის "ზამთრის აკადემიის" დამფუძნებელმა ლევან ცხადაძემ.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი სამი დღე გაგრძელდება. ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.