ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში მხატვრულ- დოკუმენტური ფილმის „ბათუმური ქრონიკების" პირველი სერიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მერიის წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები ესწრებოდნენ.
ფილმი პროფესორ რამაზ სურმანიძის სცენარის მიხედვით, რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა ქალაქის თვითმმართველობის დაკვეთით გადაიღო.
სამომავლოდ, მხატვრულ-დოკუმნეტური ფილმის რამდენიმე სერიის გადაღება იგეგმება, სადაც აღწერილი იქნება ჩვენს ქალაქში 1878-1921 წწ-ებში განვითარებული მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, ფილმში ასევე გამოყენებული იქნება შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალები, საარქივო ცნობები და ა.შ.
ფილმი იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეთა შესახებაც მოგვითხრობს, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ბათუმის განვითარებისათვის