სამხატვრო აკადემიის მცირე საგამოფენო დარბაზში, გალერეა "აკადემია+"-ში მიმდინარეობს მხატვარ აკაკი ჯაშის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "ფიქრი".
ექსპოზიცია მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენა ჟანრობრივად რელიგიური და ფსიქოლოგიური შინაარსის ნახატებს მოიცავს, რომელიც კომპოზიციური გადაწყვეტით საკმაოდ თამამი და დინამიკურია.
გამოფენა გალერეა "აკადემია+"ში 17 ივნისამდე გაგრძელდება.