საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ვეჟდი ლეტიფ რაშიდოვმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და ბულგარეთს შორის კულტურის, ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობის, ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.
ბულგარეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ვეჟდი ლეტიფ რაშიდოვი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ეროვნულ მუზეუმის გალერეას დაათვალიერებს, გამგზავრებამდე კი მცხეთას ესტუმრება.