უკრაინის ქალაქ ლუგანსკის მე-7 საქალაქო საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ლუგანსკის მხარის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
"19 იანვრის დილის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 8 ადამიანს შეადგენს, მათ შორის ორი ექიმია. სულ ნანგერვებიდან ცოცხლად 6 ადამიანი ამოიყანეს, რომლებიც ამ დროისთვის ლუგანსკის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებიან", - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ლუგანსკის მხარის მთავარ სამმართველოში.
შეგახსენებთ, რომ ლუგანსკის საავადმყოფოში აფეთქება 18 იანვარს, დილით მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ჟანგვადის ბალონი გახდა. აფეთქების დროს საავადმყოფოში სულ 611 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 350 სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.