უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული მასალების ქვეყნის გენერალური პროკურატურისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა ცესკოს 9 წევრმა.
დადგენილებაში, რომელიც ცესკოს წევრმა მიხაილ ოხენდოვსკიმ მოამზადა, აღნიშნულია შემდეგი - "მიემართიოს გენერალურ პროკურატურას იმ გარემოებების შესასწავლად, რომელიც მოცემულია უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების- ინა ბოგოსლოვსკაიას, მიხაილ ბროდსკისა და ალექსანდრ მოროზის მომართვებში 2010 წლის 8 იანვრის საქართველოს საელჩოს მომართვასთან დაკავშირებით და გადაეცეს გენერალურ პროკურატურას შესაბამისი დოკუმენტები და მასალები".
შესაბამის დადგენილებას ცესკო გადაუგზავნის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს.