გერმანიის მთავრობამ უსაფრთხოების მიზეზების გამო მიმართა ინტერნეტ მიომხმარებლებს დროებით თავი შეიკავონ კომპანია Microsoft-is Internet Explorer-ის ბრაუზერის გამოყენებისგან.
შესაბამისი განცხადება გერმანიის საინფორმაციო ფედერალურმა სამსახურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Microsoft-მა საკუთარ სისტემაში "სუსტი ადგილების" არსებობის შესახებ განაცხადა.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, სისტემის "სისუსტე" ახლახან სდაძიებო სისტემა Google-ზე განხორციელებული შეტევისას გამოვლინდა.
ВВС-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომპიუტერული ვირუსების სპეციალისტმა გრემ კლალმა განცხადა, რომ გაფრთხილება ეხებათ Internet Explorer 6,7 და 8 ვერსიებით მოსარგებლეებს.
ბოლო დროს Microsoft ყოველთვიურად ანახლებს თავისი საძიებო სისტემის ვერსიებს. ბოლო ასეთი აქცია 9 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.
ჯერ-ჯერობით უცნობია მოესწრება თუ არა ამ დროისთვის უსაფრთხოების სიტემაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა.