მთავრობა მზადაა ფეხბურთს კიდევ უფრო დაეხმაროს.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატში მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიეს.
"17-წლიანმა ბავშვებმა ყევლაფერი გააკეთეს, რათა ევროპის ჩემპიონატზე გასულიყვნენ. მე ვთხოვ ლადო ვარძელაშვილს რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ერთად გავიაროთ ის საკითხი თუ რა არის დამატებით გასაკეთებელი. საჭიროა მთავრობისგან დამატებითი დაფინანსების გამოყოფა ამ ახალგაზრდების ვარჯიშებისთვის თუ საჭიროა ახალი სტადიონის მშენებლობა", - განაცხადა გილაურმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის განმარტებით, სახელმწიფო თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, რათა ფეხბურთი უფრო წარმატებული გახდეს და ამიტომ საქართველოში უკვე დაწყებულია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდული ფეხბურთის უფრო გაჯანსაღებისკენ არის მიმართული და ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დახარჯულია 20 მილიონი ლარი.
ვარძელაშვილი აცხადებს, რომ დამატებით კიდევ იქნება საჭირო თანხები და ამ საკითხს სპორტის სამინისტრო ფედერაციასთან და პრემიერ მინისტრთან ერთად კიდევ ერთხელ გაივლის.