ნინო ქათამაძე ჯგუფ "ინსაითთან" ერთად სოლოკონცერტს 3 მარტს დიდ საკონცერტო დარბაზში ამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა, კონცერტზე ალბომის პრეზენტაციაც გაიმართება.
"სოლოკონცერტზე ბევრი ახალი და, რა თქმა უნდა, ძველი სიმღერაც იქნება, მოეწყობა ალბომის, სახელწოდებით "მწვანე", პრეზენტაციაც. სიმბოლურია წინა ალმობს "წითელი" ერქვა და წინა კონცერტზე გვქონდა პრეზენტაცია. მიეწყო ალბომები ერთმანეთს, რადგან ახალი სიმღერები დაგვიგროვდა", - აღნიშნა ქათამაძემ.
ნინო ქათამაძის სოლოკონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 2011 წლის 14 თებერვალს გაიმართა, სადაც ალბომის "წითელი" პრეზენტაცია შედგა.