მუხროვანის სამხედრო ამბოხში ბრალდებულების განაჩენი 11 იანვარს გამოცხადდება.
განაჩენი დღეს უნდა გამოცხადებულიყო მაგრამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე მხოლოდ ოთხი განსასჯელის საბოლოო სიტყვა მოისმინა.
ლევან ამირიძემ, ზურაბ ბზიშვილმა, კახა კობაიძემ და გიორგი ჩალათაშვილმა საბოლოო სიტყვაში დანაშაული არ აღიარეს.
11 იანვარს განაჩენს 21 პატიმარს გამოუტანენ. განსასჯელთაგან პროკურატურა კობა ოთანაძის მიმართ 30-წლიან პატიმრობას ითხოვს, ლევან ამირიძის მიმართ 29-წლიანს, კობა კობალაძის მიმართ კი 13,5 წლიანს. დანარჩენი განსასჯელების მიმართ _ 4-იდან 20-წლამდე.
მუხროვანის ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა.