აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ პროგრამად აქცევს სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც 50 ქვეყნის, ძორითადად აფრიკის სახელმწიფოების მოქალაქეებს, აშშ-ის ვიზის მიღებისას შესაძლოა 20 000 დოლარამდე თანხის გადახდა მოეთხოვოთ. ამის შესახებ პარასკევს გამოქვეყნებულ ფედერალურ შეტყობინებაშია ნათქვამი. იუწყება Reuters.
ცვლილება ეხება B1 და B2 კატეგორიის ვიზებს, რომლებიც საქმიანი და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.
დოკუმენტის მიხედვით, საკონსულო ოფიცრებს უფლება ექნებათ, კონკრეტულ შემთხვევებში ვიზის გაცემის წინაპირობად 20 000 დოლარამდე გირაოს გადახდა დააწესონ.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის საპილოტე სავიზო გირაოს პროგრამამ სახელმწიფო დეპარტამენტს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტს აჩვენა, რომ ეს მექანიზმი ეფექტიანია ვიზის პირობების შესრულების უზრუნველყოფისთვის.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში გირაოს ოდენობა 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი იყო. ახალი წესით 5 000-დოლარიანი ვარიანტი გაუქმდა, ხოლო მაქსიმალური თანხა 20 000 დოლარამდე გაიზარდა.
აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამის საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოს ამოქმედდება. პროგრამა შეეხება 50 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან 30 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. სიაში არის საქართველოც.