ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავი, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
Airbus A320 ირლანდიის დედაქალაქიდან რომის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
თვითმფრინავი ნორმანდიაში, ევრეს ავიაბაზაზე უსაფრთხოდ დაჯდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ხოლო თვითმფრინავს გამნაღმველთა ჯგუფი ამოწმებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაციას აკვირდება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.