კიევზე ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის დროს ლიეტუვის საელჩო დაზიანდა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისი განაცხადა.
მისი ცნობით, ვილნიუსი რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებს
მინისტრის თქმით, რაკეტები საელჩოდან სულ რამდენიმე მეტრში ჩავარდა.
„საბედნიეროდ, ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. დღეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვილნიუსში რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებს“, - დაწერა ბუდრისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი რეალურად მზად იყოს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ტერორის კამპანია.
„პასუხი ნათელია: აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება უფრო მკაცრი სანქციებით და უკრაინის მხარდაჭერის კიდევ უფრო გააქტიურება“, - დაწერა კესტუტის ბუდრისმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 აგვისტოს ღამით Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტის გამო უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 27 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს. მან პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი დამატებითი საშუალებები გადასცენ.