უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ომის პერიოდში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტი არ გახდება, თუმცა მთავრობაში დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღადგენენ.
ამის შესახებ ფედოროვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხდა.
ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეხვდება იმ აქციების მონაწილეებს, რომლებიც მის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.
მისი თქმით, ის საკუთარ გადაყენებას პოლიტიკურ ბრძოლად არ აღიქვამს და არ სურს, რომ ეს საკითხი „ხელოვნურად ჩაითრიოს“ პოლიტიკაში.
ამასთან, ფედოროვმა განაცხადა, რომ მის გადადგომას აქტიურად უჭერდნენ მხარს თავდაცვის კომპანიების ლობისტები, რომელთა ინტერესებსაც შეეხო სამხედრო შესყიდვების მიდგომების ცვლილება.
ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მუშაობის პერიოდში დრონებისა და სხვა ტექნოლოგიური შეიარაღების წილი შესყიდვების ბიუჯეტში 60%-დან 90%-მდე გაიზარდა. მისი თქმით, ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატები ფრონტზე რუსეთის ჯარების დანაკარგების დაახლოებით 95%-ს იწვევს.
ფედოროვი დარწმუნებულია, რომ ომი მიდის „ფრონტის ხაზის რობოტიზაციისკენ“, ხოლო მომავალში ხელოვნური ინტელექტით მართული ავტონომიური დრონები ერთმანეთთან იბრძოლებენ.