უკრაინულმა ძალებმა სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი „იანინა“ ჩაძირეს და ბაშკორტოსტანში სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის განცხადებით, კონტეინერმზიდი „იანინა“ რუსეთის დროშის ქვეშ გადაადგილდებოდა და მისი ტვირთამწეობა 100 ათას ტონას აღემატებოდა. დარტყმის შემდეგ გემი ჩაიძირა.
ასევე, უკრაინის ძალებმა იერიში მიიტანეს შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებში მდებარე სამიზნეებზე.
გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (დანაყოფებმა ბაშკორტოსტანში მდებარე სამი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ობიექტებამდე მანძილი თითქმის 1600 კილომეტრია.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდასხმის ობიექტად ქცეული ქარხნები ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნავთობს ამუშავებენ.