ილია ჭავჭავაძის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, დღეს 18:00 საათზე ლიანა ისაკაძის წიგნის „მედიტაციები"-ის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში თავმოყრილია ლიანა ისაკაძის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მედიტაციები, რომელიც გამსჭვალულია ღმერთისადმი სიყვარულით, სიწმინდით და ჭეშმარიტების ძიებით.
ცნობისთვის, წიგნის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია თამაზ ჩაჩავა.