ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში ცნობილი ფრანგი დრამატურგის, მარკ კამოლეტის ვოდევილის "ფრანგული გარნირის" პრემიერა 16 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
მარკ კამოლეტის სხვა პიესების მსგავსად, "ფრანგული გარნირი", ანუ როგორც მას ორიგინალში ჰქვია "ღამის პერანგი ექვსისთვის", ტიპური ბულვარული კომედიაა.
სანდრო ელოშვილის რეჟისურით დადგმულ ორმოქმედებიან კომედიას ქართველი მაყურებელი 17 და 24 დეკემბერსაც ნახავას.
ფრანგი დრამატურგი და რეჟისორი მარკ კამოლეტი მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგული ვოდევილების წყალობით გახდა. განსაკუთრებული წარმატება კი კომედია "Boeing-boeing"-მა მოუტანა, რომელიც 10 000-ზე მეტჯერ ითამაშეს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე და ამით ავტორი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგული კომედიის ავტორი.