საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" იწყება. ღონისძიებას დღეს კამერული ორკესტრის "საქართველოს სიმფონიეტა" გახსნის. კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს ჯაზმენი ბრედ მელდაუ ესტუმრება. ამერიკელი მუსიკოსი კონცერტს 17 დეკემბერს გამართავს.
ფესტივალის ფარგლებში კონცერტების პარალელურად კონსერვატორიის ფოიეში მხატვარ ედმუნდ კალანდაძის ტილოები გამოიფინება.
იგეგმება ფოლკლორული, საფორტეპიანო და სიმფონიური მუსიკის საღამოებიც.