ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში სოფო ვარაზის ექსპოზიცია სახელწოდებით "აბრეშუმის გზა" გაიხსნა, სადაც ძველი და ახალი 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
ექსპოზიცია დაყოფილია აღმოსავლურ და დასავლურ თემატიკად. გამოფენილი ნამუშევრები შერეული ტექნიკითაა შესრულებული.
სოფო ვარაზისთვის ეს მეორე პერსონალური გამოფენაა.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 17 დეკემბრამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.