დღეს, 13 დეკემბერს, 20: 00 საათზე, სოხუმის დრამატულ თეატრში პრემიერაა. კ. მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე შალვა დადიანის ცნობილ პიესას - გუშინდელნი" - მაყურებელი თანამედროვე ინტერპრეტაციით იხილავს.
ორმოქმედებიანი დრამა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. მასვე ეკუთვნის სცენური ვერსია და მუსიკალური გაფორმება. სპქტაკლში თხუთმეტი მსახიობია დაკავებული. აქდან რამდენიმე - მოწვეულია.
სიყვარული, ორპირობა და იმპერიალისტური ზრახვები. ძველი, რეაქციული სამყაროს
დაცემის გარდაუვლობა და ამის წინათგრძნობა. კლასიკად ქცეულ პიესას რეჟისორი სრულად ახალი აქცენტებით წარმოაჩენს.
სპექტაკლის მხატვარია ანა ნინუა, ქორეოგრაფი - კირა მებუკე, მონაწილეობენ ნუგზარ ჩიქოვანი, მერაბ ბრეკაშვილი, ლორინა პაპუაშვილი-ელერდაშვილი, ნუგზარ წერედიანი, ნიკა წერედიანი, დავით ველიჯანაშვილი, ზაზა ასანიშვილი, პაატა კიკვაძე, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია, კირა მებუკე, თეონა გურამიშვილი, მზია ქარჩავა, ვანო დუგლაძე, რუსუდან მელაძე (ქეთი ჩაჩუა - დუბლი).
პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელშეწყობით.