დღეს, 6 ნოემბერს, რუსული კინოს ფესტივალს დახურავს რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი "ელენა". ფესტივალი უკვე ორი წელია რაც თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველში" იმართება.
აღსანიშნავია, რომ სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრემია "კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის" ყოველწლიურად გადაეცემა რუს და ქართველ კინომოღვაწეებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატი 2010 წელს გიორგი დანელია გახდა.
კარგია, როცა კინომოყვარულებს შეუძლია ნახონ და გაეცნონ რუსულ ფილმებს. გვინდა, ეს ფესტივალი ტრადიციული გავხადოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატრომა მზია ქუტივაძემ.
ფესტივალი 2 ნოემბერს ალექსანდრ ზელდოვიჩის ფილმით "სამიზნე" გაიხსნა.
ფესტივალზე არიან მოწვეული ქართველი რეჟისორები, რომლებიც მოსკოვში მოღვაწეობენ. სპეციალურ სტუმრებს შორის არიან მერაბ ნინიძე და ირაკლი კვირიკაძე.