დღეს ერაყის დედაქალაქში რამდენიმე მძლავრი აფეთქება განხორციელდა. აფეთქებები ძირითადად ბაღდადის ცენტრში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბაღდადში ერთდროულად ხუთი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 101 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 182.
მათივე ინფორმაციით, ერთი აფეთქება შს სამინისტროსთან მოხდა, მეორე შრომის სამინისტროსთან, მესამე უნივერსიტეტის შენობასთან, მეოთხე პარკში, მეხუთე კი ქალაქის სამხრეთში პოლიციური პატრულის პატრულირების გზაზე.