ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა.
ის გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში იყო მოთავსებული.
დაღუპული ქალი 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია. როგორც გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, ის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ყვარელში, ალაზნის ხიდთან მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ქალი, რომელიც კლინიკაში დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს