ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. იონფორმაციას " მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა.
დაშავებულები გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანეს/გავრცელებული ინფორმაციით.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს