ქუთაისთან სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, დასავლეთის მიმართულებით მიმავალ მაგისტრალზე მოხდა. ინციდენტის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.