ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის პოზიციები ახლა ყველაზე ძლიერია და აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობისთვის მზად არის.
ამის შესახებ სტუბმა სოციალურ ქსელ X-ზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.
„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. განვიხილეთ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და სამომავლო ნაბიჯები. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პოზიციები ახლა ყველაზე ძლიერია. პარტნიორების მხრიდან უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ეს დინამიკა შენარჩუნდეს,“- წერს ალექსანდერ სტუბი.