უამინდობისა და ძლიერი ქარიშხალის გამო, ენერგო-პრო ჯორჯიას 100 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ქარიშხლი განსაკუთრებით ძლიერია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც გათიშულია კომპანიის აბონენტების დიდი ნაწილი; კერძოდ, სამეგრელოში 69 500-მდე აბონენტი და იმერეთში 30 000-მდე აბონენტი.
უამინდობით გამოწვეული ზიანის ლოკალიზებისა და გათიშული აბონენტების დროული ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით, ავარიის ადგილებში მუშაობენ ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადები. ძლიერი ქარი აფერხებს სარემონტო სამუშაოების წარმოებას, თუმცა სავარაუდოდ, აბონენტების დიდ ნაწილს დენის მიწოდება ხვალ დილისთვის აღუდგება.