"ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიშს არ მოვუხდით" - თბილისის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში საპროტესტო წარწერები გაჩნდა.
გუშინ, გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.
ფოტო: ტვ პირველი