მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა, - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯინ შაჰინი შეერთებული შტატების მიერ საქართველოს 60 მოქალაქის, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების და ძალოვანებისა და ალტ ინფოს დამფუძნებლებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.
"მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“, - წერს ჯინ შაჰინი X-ზე.