ხერსონის ოლქის ოკუირებულ ქალაქ ოლეშკიდან ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში 750-ზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„კოლონა მზად არის უსაფრთხოდ მოახდინოს 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. მათ ნებაყოფლობით გადაწყვიტეს ოლეშკის დატოვება. კოლონაში შედის 25 ავტობუსი, 50 სამედიცინო მუშაკი და სასწრაფო დახმარების მანქანები“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის პირველი ლედის განცხადებით, კოლონის ყველა დეტალი, მათ შორის ოლეშკიში შესვლისა და ქალაქიდან გამოსვლის უსაფრთხო მარშრუტი, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმდა.
უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასკვნით ეტაპზე გადადის.
მისი თქმით, ქალაქში საკვები, წყალი, მედიკამენტები და საავადმყოფოსთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა ჩაიტანეს.
„იმ ადამიანებს, რომლებმაც ოლეშკიდან გასვლაში დახმარებისთვის მოგვმართეს, დახმარება გაეწიათ. როგორც მათ, ვისაც უკრაინაში [უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორია] წასვლა სურდა, ისე მათ, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა უნდოდა - ყველას მიეცა ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლუბინეცმა.
ლუბინეცის თქმით, ოლეშკის გამოცდილება სხვა დასახლებებშიც უნდა გავრცელდეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მსგავს პირობებში იმყოფება.