ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მის მთავრობას აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთისთვის იარაღი არ გადაუცია.
„რუსეთისთვის იარაღი არ მოგვაწოდებია“, - განაცხადა ფეზეშქიანმა პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ ირანს და რუსეთს აქვთ „უფლება“ შეინარჩუნონ ურთიერთობები და თქვა, რომ ომი უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების მიერ იყო პროვოცირებული იმით, რომ დაარღვიეს დაპირება, რომ არ გაფართოვდებოდნენ აღმოსავლეთით.
სექტემბრის დასაწყისში დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანიდან მიიღო მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, უკრაინა კი განაცხადა, რომ აღნიშნული ორმხრივ ურთიერთობებზე დამანგრეველ შედეგებს მოიტანს.