მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იძულებული გახდა პირდაპირ ეთერში შეეწყვიტა ინტერვიუ მიწისძვრის გამო, რომლის დროსაც სტუდიაში რყევები დაიწყო. ამის შესახებ Moldova 1 იუწყება, რომელსაც სანდუ ინტრევიუს აძლევდა.
იმ დროს, როდესაც სანდუ წამყვანის კითხვას პასუხობდა, სტუდიამ რყევა დაიწყო. მოლდოვის პრეზიდენტმა საუბარი შეწყვიტა და გაიღიმა.
ამასთან, ტელეწამყვანმა თქვა: „ჩვენთან რაღაც საინტერესო ხდება. ჩვენ მიწისძვრის პრემიერა გვაქვს პირდაპირ ეთერში“.
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ რუმინეთში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ბიძგები მეზობელ ბულგარეთში, მოლდოვასა და უკრაინაშიც იგრძნობოდა.