ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებას გამოეხმაურა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პირდაპირ არ ეხება აფხაზეთის რესპუბლიკას, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადება, თუ, ის შერიგებისკენ რეალური ნაბიჯებით არის გამაგრებული, წარსულის შეცდომების გადააზრებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებისთვის ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის მეთოდებზე უარის თქმას, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ემსახურება, შესაძლოა გახდეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პროცესის დასაწყისი.
ბატონი ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასებისა და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი. როგორც ეს აქამდეც მომხდარა...
იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი ივანიშვილი გულწრფელია თავის განზრახვებში და აფხაზ ხალხთან მიმართებაში იპოვის სწორ სიტყვებს, რომლებიც საქმისგან არ იქნება განსხვავებული. ამ სიტყვების საფუძველზე კი, აფხაზეთსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არ გამოყენების იურიდიული დოკუმენტი შეიქმნება", - ნათქვამია განცხადებაში.