ინატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გამოცდას უწყობს და ცდილობს გაარკვიოს, რამდენად მზად არის ის მოლაპარაკებებისთვის.
რუტემ ამის შესახებ ტრამპთან შეხვედრის წინ ისაუბრა, რომელიც ოთხშაბათს ფლორიდაში, დონალდ ტრამპის რეზიდენცია მარა-ლაგოში უნდა გაიმართოს.
მარკ რუტეს განცხადებით, გასულ კვირას შენჟენში გამართული შეხვედრის დროსაც ტრამპი პუტინს კითხვებს უსვამდა: „მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისთვის? ნამდვილად მზად არის მოლაპარაკებებისთვის?“
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, პუტინზე ასეთი ზეწოლის გაგრძელება აუცილებელია.
„ვფიქრობ, ეს მუშაობს და ამავე მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა რუტემ.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, ჩინეთში შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტრამპი შენჟენში შეხვედრის დარბაზში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სახაზინო მდივან სკოტ ბესენტის თანხლებით შევიდა.
დარბაზში შესვლისას ტრამპმა გაიღიმა, პუტინზე მიუთითა და თქვა: „ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ხელი ჩამოართვა.