ჩვენი გმირები ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირნენ და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება - ჩვენს ოს დებთან და ძმებთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, ამ სიტყვას სპეციალურად ვუსვამ ხაზს. და დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და სიის პირველი ნომრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას,განმარტავს
„არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. და იმ ადამიანებმა ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ, უნდა კარგად გაათვითცნობიერონ, რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს, აი ამ ბინძურ, პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის, გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილების თქმა, რომ თითქოს ვინმე ამბობს, რომ ან ოკუპანტს, ან მკვლელს ან მწამებელს ბოდიში უნდა მოუხადოს ვინმემ.
უნდა ჩამოვყალიბდეთ ოსები და აფხაზები არიან თუ არა ჩვენი დები და ძმები, თუ როგორც ისინი ამ სამი დღის განმავლობაში, ასე ბინძურად აკეთებენ, ისინი არიან დამნაშავეები?! დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილი ქართველი, მაგალითად. და ეს უნდა შეიგნონ ბოლო-ბოლო. და ქვეყნის გაერთიანების იდეის აღსრულებას და ერთიანი საქართველოს იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება. და ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც, სადაც ეს საჭირო და აუცილებელია ურთიერთპატიებისათვის და ბოლო-ბოლო უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ვეფხი და მოყმის ქვეყანა - ძეგლი დავუდგით და ჩვენ გავქვს შერიგების მინისტრის ინსტიტუტი და ესენი რომ მიუშვა, ერთსაც გააუქმებენ და მეორე შეიძლება აიღონ საერთოდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გორში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.