3 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მთავრობის კანცელარიაში, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებენ. ხელმოწერას ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდიც დაესწრება.
ხელი მოეწერება "საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის" დაფინანსების (19 მლნ. ევრო), საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო უწყებათა დაძმობილების პროგრამა TWINNING-ის 2009 წლის საფინანსო შეთანხმებისა (8,4 მლნ. ევრო) და "2009 წლის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის" (2 მლნ. ევრო) დაფინანსების ხელშეკრულებებს.