კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთი და მისი ხელისუფლება ამჟამად „გზაჯვარედინზე დგას“.
მისი თქმით, სომხეთის ხელმძღვანელობა თავად საუბრობს განვითარების მომავალი გზის არჩევაზე.
„ამჟამად სომხეთი, სომხეთის ხელმძღვანელობა გზაჯვარედინზე დგას. სომხეთის ხელისუფლება საუბრობს განვითარების გზის მომავალ არჩევანზე“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მრავალ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთი და სომხეთი მეზობელი და მეგობრული, „ძმური ქვეყნები“ იყვნენ.