თელავში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, 43 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მას საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა.
კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ის კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს.
„-უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა ყველაფერი სცადეს, თუმცა გულის ამუშავება ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდ, სტრესის ფონზე ინფარქტი განუვითარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - განუცხადა მედიას ხათუნა ჭონიაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
ფოტო:"მთავარი ამბები კახეთიდან"