ნიდერლანდების ყოფილი თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ახალი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კაისა ოლონგრენი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ახალი გენერალური მდივანი გახდება.
კაისა ოლონგრენს საჯარო სამსახურში, დიპლომატიასა და ორგანიზაციების მართვაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ნიდერლანდების მთავრობის საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის თანამდებობებს იკავებდა.
მისი ლიდერული გამოცდილება მნიშვნელოვანი რესურსი იქნება იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც წინ გველოდება.
მოუთმენლად ველი მასთან თანამშრომლობას", - წერს კაია კალასი.