საქართველო არა პოლიტიკური კრიზისის, არამედ დემოკრატიისთვის საგანგებო ვითარების წინაშეა, - ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირიმ ევროპის საბჭოში განაცხადა.
მან საქართველოს ხელისუფლება ქართველი ერით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
"ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, საით სურთ, რომ წავიდეს მათი ქვეყანა. მათ სურთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები. მაგრამ ხელისუფლებამ განსხვავებული გზა აირჩია.
მან დაუშვა რომ საქართველო გამოყენებულიყო როგორც უკანა კარი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს, დემონსტრანტებს სცემეს.
ელენე ხოშტარია პოსტერზე “რუსული ოცნება” წარწერისთვის დააპატიმრეს. ახლა ის სულ უფრო სუსტდება ციხის საკანში, მაშინ, როდესაც მისი ოთხი შვილი სახლში არიან და ფიქრობენ ოდესმე დაინახავენ თუ არა თავიანთ დედას სახლში.
ეს არის იმ მთავრობის ქცევა, რომელსაც ხალხის ეშინია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების დასაწესებლად იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიულ კოლაფსზე დაწყებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილით და გაგრძელებული იმ პირებით ვინც აგრძელებს მის პოლიტიკას. ევროპის საბჭო ცხადი უნდა იყოს - უნდა მოვითხოვოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაწვევა, მოვუწოდოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვისკენ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სანდო გზისკენ.
არასოდეს უნდა ავურიოთ ერთმანეთში საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ევროპაზე უარი არ თქვა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი მათზე," - თქვა ჯეიმს მაკკლირმა.