რუსეთში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კრიზისის სცენარი არ განმეორდება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ვლადიკავკაზში ჩატარებულ ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
"შეხედეთ რა სიტუაციაა ახლო აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროში - იგი უმძიმესია და დიდი სიძნელეებიც იქნება. რიგ შემთხვევებში დესტაბილიზებული სიტუაცია შესაძლოა ქვეყნის პატარა ნაწილებად დაშლამდეც მივიდეს. ფანატიკოსების ხელისუფლებაში მოსვლამ შესაძლოა მომავალი ათწლეულების განმავლობაში გაავრცელოს ხანძრები და ექსტრემიზმი - სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ.
ასეთ სცენას ისინი ადრე ჩვენთვისაც ამზადებდნენ, ახლა კი მით უმეტეს იქნება მცდელობები მისი აქ განხორციელებისა - ნებისმიერ შემთხვევაში აქ ეს სცენარი არ გავა", _ განაცხადა მედვედევმა აღნიშნა, რომ თავად რუსები შეძლებენ და "ამ სფეროში" წესრიგის დამყარებას.